- მასწავლებლობა ჩემი საოცნებო პროფესია იყო. ეს პროფესია ჩემთვის მუდმივი ძიების გზაა!
- პროფესიაზე ზრუნვა, სიახლებისადმი მზაობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან, წარმატებულ კოლეგებთან ეფექტურად თანამშრომლობა ზრდის ჩემს პროფესიონალიზმსა და კომპეტენციას.
- 2010 წელს წარმატებით გავიარე მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების პირველი ეტაპი, რის შემდეგაც მომენიჭა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის სტატუსი (#0000752),
- 2011 წელს გავიარე მეორე ეტაპიც. ამჯერად საუკეთესო სერტიფიცირებული მასწავლებელი გავხდი.
- 2011 წლიდან ჩართული ვარ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში.
- 2016 წელს ჩავაბარე დაწყებითი კლასის მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა;
- 2019 წლიდან ვარ წამყვანი მასწავლებელი.
- 2023 წელს მომენიჭა სამოქალაქო განათლების მასწავლებლის სტატუსიც.
- 2023 წელს წარმატებით ჩავაბარე საჯარო სკოლის დირექტორების სასერტიფიკაციო გამოცდაც.
- მოსწავლეებთან ერთად ვმუშაობ საგნობრივ და სოციალურ პროექტებზე, სწავლა-სწავლების პროცესში ვიყენებ ინოვაციურ მეთოდებს, ვაქვეყნებ სტატიებს, ვმონაწილეობ საგანმანათლებლო კონფერენციებში, ვქმნი რესურსებს, ვიკვლევ ჩემი მოსწავლეების საჭიროებებსა და შესაძლებლობებს... ვზრუნავ ჩემსა და ჩემი კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე.
- 2022 წელს ,,აწარმოე საქართველოს'' გრანტის ფარგლებში დავაარსე ქალაქ ქუთაისში საგანმანათლებლო ცენტრი ,,გაენათი'', სადაც კოლეგებს ვუზიარებთ გამოცდილებას. ვზრუნავთ მოსწავლეთა და მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე.
- ,ახალი სკოლის მოდელის'' ფარგლებში ვიყავი ჯერ დაწყებითი კლასების მასწავლებელთა ქოუჩი, ხოლო 2020 წლიდან - ქართული ენისა და ლიტერატურის ექსპერტი, მასწავლებელთა მეგზური (ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში)
- ჩემი საქმიანობის პერიოდში გავიცანი კომპეტენტური ადამიანები, ძალიან კარგი მასწავლებლები, კოლეგები... ლამაზი დღეები ეწერება ჩემი ცხოვრების დღიურში...
- ამჟამად ქართულ ენასა და ლიტერატურას, სამოქალაქო განათლებას ვასწავლი სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში, აგრეთვე სამოქალაქო განათლებას - სსიპ ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის #32 საჯარო სკოლაში.
- მიგულეთ თქვენ გვედით!😍
- პატივისცემით, ელისო მაწკეპლაძე
- ციფრული და მედიაწიგნიერება ქართული ლიტერატურის გაკვეთილზე - პრეზენტაცია
- სწავლება ნიშნავს, ისწავლო ორჯერ
- მშობლის მიერ დანახული სასწავლო პროცესი
- სასწავლო პროცესში ჩართული სსსმ მოსწავლე
- სასწავლო პროცესში საგანთა ინტეგრირების დადებითი მხარეები
- ინფორმაციის ნაკლებობით გამოწვეული პრობლემები
- ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, კერძოდ საბაზო-საშუალო საფეხურზე, მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების პრობლემატიკა
რესურსები:
1. მწვანე ოთახი - მე და საზოგადოება
2. ჭიანჭველები
3.
3.
ტრენინგები:
- ,,პრაქტიკული ფსიქოლოგია საკლასო ოთახში’’/მასწავლებლის სახლი / 01/12/2013
- ,,პროექტი: ერთი მსოფლიო საქართველოს სკოლებში'' / არაკომერციული ორგანიზაცია ,,ადამიანი გაჭირვებაში'' / 12-13 სექტემბერი, 2012
- ,,როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებსა და სასწავლო პროექტებზე / მასწავლებლის სახლი / 1-2-3-4 დეკემბერი, 2012
- ,,მოსახლეობის ფორუმი სამოქალაქო ჩართულობისათვის'' ფარგლებში ფასილიტატორის ტექნიკები'' / ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი / 16-17 მარტი,2013
- გრძელვადიანი სასწავლო კურსი ქართულ ენასა და ლიტერატურაში / მასწავლებლის სახლი
პროექტები:
პროექტ-გაკვეთილები:
2. იავნანა - მზის საგალობელი და ყოვლისშემძლე სიმღერა / მეხუთე კლასი
სამოდელო გაკვეთილები
1. ტომ სოიერი - ინტეგრირებული გაკვეთილი (ქართული და ინგლისური ენები) - მეხუთე კლასი
2. ილია ჭავჭავაძის ,,სარჩობელაზედ'' (ინტეგრირებული) - მეათე კლასი დამხმარე რესურსები 1. 2. 3.
სამოდელო გაკვეთილები
1. ტომ სოიერი - ინტეგრირებული გაკვეთილი (ქართული და ინგლისური ენები) - მეხუთე კლასი
2. ილია ჭავჭავაძის ,,სარჩობელაზედ'' (ინტეგრირებული) - მეათე კლასი დამხმარე რესურსები 1. 2. 3.
სტანდარტული გაკვეთილები:
1. გაკვეთილი ქართულ ენაში / ნაცვალსახელი / მერვე კლასი / 18/03/2012
მოსწავლეთა 66-ე რესპუბლიკური სასწავლო - შემოქმედებითი კონფერენცია - თემა: ვინც მოკვდა - თავს მოუკვდა / სოფიკო კოხრეიძე / ელისო მაწკეპლაძე
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევები:
1. ჩვენი კვლევა: როგორ უყურებს საზოგადოება სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვას 2012 წ.
კონფერენციები:
კონფერენციები:
5. ეროვნული კონფერენცია ,,საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში'' / მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი / 23-25 დეკემბერი, 2013 (ვიდეო)
6. მე-5 ეროვნული კონფერენცია ,,მდგრადი განვითარების მიზნების სწავლების საუკეთესო პრაქტიკა არასაგაკვეთილო პროცესში - ინკლუზიური და თანასწორი განათლება - პრეზენტაცია
8. მასწავლებელთა IV საუნივერსიტეტო კონფერენცია - უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს - როგორ განვუვითაროთ სმენადაქვეითებულ მოსწავლეს მხედველობითი მეხსიერება , 2015
·
·