პროექტი ,,ქუჩის რაგბი''
სამოქალაქო კლუბი ,,გაენათი''
1. პროექტის წარმდგენი ჯგუფის სახელი (თუ ასეთი რამ არსებობს):. სსიპ ტყიბულის
მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი ,,გაენათი’’
2. პროექტის განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში):
3. საკონტაქტო მისამართი: ტყიბულის მუნიციპალიტეტი, სოფელი გელათი
4. მობილური ტელეფონი: +995 579 22 46 17 ელ-ფოსტა: gelati.1@gmail.com
5. პირი, ვინც ეს ფორმა შეავსო - სახელი და გვარი: ომარი ჯანგავაძე
ასაკი: 16 წელი
6. ქვემოთ მოცემული ცხრილის გამოყენებით, დაურთეთ ინფორმაცია თქვენი ჯგუფის სხვა
წევრების შესახებ (მინიმუმ 3 ან მეტი ადამიანი)
8. პროექტის იდეის სათაური: ,,ქუჩის რაგბი’’ და ჯანსაღი ცხოვრების წესი
9. გვიამბეთ თქვენი იდეის შესახებ დეტალურად, რის გაკეთებას აპირებთ პროექტის
ფარგლებში? (გამოიყენეთ დამატებითი ფურცელი თუ ეს სივრცე საკმარისი არაა)
ჯანსაღი ცხოვრების წესის (,,ქუჩის რაგბის’’) პოპულარიზაციისათვის პროექტის ფარგლებში
სკოლის ბაზაზე შეიქმნება 6 ( 6 კაციანი) გუნდი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ჩვენ
მიერ დაგეგმილ ტურნირში. ტურნირი გაიმართება ლიგის მსგავსად (სულ 6 თამაში). თამაში
მოეწყობა სკოლის გარე მოედანზე რეგულაციიების მაქსიმალური დაცვით და მასში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ამავე დროს სარაგბო კლუბ
,,აიას’’ მოთამაშეები არიან.
,,ქუჩის რაგბი’’ უკონტაქტო თამაშია. შეტევა ორი ხელის დადებით ჩერდება და ის სრულიად
უსაფრთხოა, ტრამვების გარეშე! თითო გუნდს ლელოს გასატანად ექვსი შეტევა აქვს და თუ
მიზანს ვერ მიაღწევს, ბურთი მოწინააღმდეგეს გადაეცემა.
თავდაპირველად, სკოლაში მოხდება პროექტის პრეზენტაცია, მსურველი მოთამაშეები
ჩაეწერებიან გუნდებში, მათ ჩაუტარდებათ საინფორმაციო შეხვედრები და ტურნირის
გამართვამდე მოამზადებენ სწორედ სარაგბო კლუბ ,,აიას’’ მოთამაშეები - ომარ, სევერიან და
თეიმურაზ ჯანგავაძეები. გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება სიგელებითა და
პრიზებით.
რაც შეეხება მეორე ტურნირს, რომელშიც უკვე მთელი თემი ჩაერთვება, საინიციატივო
ჯგუფის წევრები შეხვდებიან სკოლის კურსდამთავრებულებს, გააცნობენ მათ თამაშის წესებს,
მოამზადებენ და ჩატარდება შეჯიბრი.
10. გრანტის მისაღებად თქვენი იდეა რაიმე დადებითს უნდა ახდენდეს იმ საკითხთან
დაკავშირებით, რომელიც ახალგაზრდებს ან თქვენს ადგილობრივ თემს ეხება. ვისთვის და რა
სარგებელს მოიტანს თქვენი პროექტის განხორციელება?
ჩვენს სკოლაში ჩავატარეთ გამოკითხვა, სპორტის რომელი სახეობა უფრო მოსწონდათ
მოზარდებს. გამოკითხვის ანალიზმა გვიჩვენა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობამ რაგბი და, კერძოდ,
,,ქუჩის რაგბი’’ დაასახელა.
მნიშვნელოვანია, რომ რაგბის თამაში ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს, მათ
შორის, იმ ბავშვებისთვისაც, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ახერხებენ რაგბიზე სიარულს.
ვიდრე პროექტის განაცხადს შევავსებდით, ჩვენი იდეა სკოლაში გავაჟღერეთ და ყველა
აღფრთოვანებული შეხვდა ჩვენს წინადადებას.
მეორე ტურნირი უფრო ფართომასშტაბიანი ჩატარდება, სკოლის კურსდამთავრებულები და
თემის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
პროექტი, რომლის მიზანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოზარდებში
სოციალური უნარების განვითარება, სარგებელს მოუტანს სკოლის მოსწავლეებს, თემს (ეს
მოზარდები თემის აქტიური წარმომადგენლები იქნებიან!)
11. სად გაიმართება თქვენი პროექტი? - სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის
საჯარო სკოლაში,
12. თქვენი საკუთარი ჯგუფის გარდა, რამდენი და რა ასაკობრივი ჯგუფის ადამიანი მიიღებს
სარგებელს ამ პროექტიდან? (გთხოვთ მონიშნოთ ერთი ან რამდენიმე უჯრა, რომელიც სწორ პასუხს
შეესაბამება)
0 – 11 წლის 11 - 16 17 - 18
19 – 25 წლის 25 + 60 +
13. როდის დაიწყება და დასრულდება პროექტის განხორციელება?
დაფინანსებიდან 3-4 თვეში
(სასურველია პროექტის განხორციელების დრო იყოს გაზაფხული - ზაფხული)
14. თქვენი ჯგუფის გარდა, არიან თუ არა ადამიანები (მოზრდილები), ვინც ჩართულები იქნებიან
პროექტის განხორციელებაში? გთხოვთ, გვიამბეთ, ვინ არიან ისინი, რა როლს ითამაშებენ და
როგორ შეუძლიათ თქვენი დახმარება?
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ,,ქუჩის რაგბის’’ პირველი ტურნირი ჩატარდება ჩვენი სკოლის
ბაზაზე, მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ მოსწავლეები.
მეორე ტურნირი უკვე ფართომასშტაბიანი იქნება. მასში უკვე თემის წარმომადგენლები,
სკოლის კურსდამთავრებულები (18-25 წლის ახალგაზრდები) მიიღებენ მონაწილეობას. ეს თამაშები
დიდ ინტერესს გამოიწვევს ადგილობრივ მცხოვრებლებში.
ტურნირს ეყოლება ბევრი მაყურებელი. (სკოლის მოედნებზე, განსაკუთრებით საღამოობით
ბევრი მოზარდი იყრის თავს ფეხბურთის, კალათბურთის სათამაშოდ) ,,ქუჩის რაგბი’’ მათთვის ახალი
თამაში იქნება და თან, თუ გამარჯვებულებიც დაჯილდოვდებიან, ეს დიდი მოტივატორი იქნება
ყველასთვის.
15. თუ შეიძლება, დეტალურად გვიამბეთ, რისთვის გჭირდებათ დაფინანსება:
16. რა თანხას ითხოვთ ახალგაზრდული იდეისგან?. 951 ლარს
17. თუ თქვენი აქტივობის ბიუჯეტი მეტია იმ თანხაზე, რომელსაც ითხოვთ ახალგაზრდული
იდეისგან, დანარჩენ თანხას საიდან მიიღებთ:
სოფელ გელათის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია გადმოგვცემს საინფორმაციო
შეხვედრებისთვის საჭირო ტექნიკას (კომპიუტერს, პროექტორს - თამაშის წესების ვიდეო ფაილების
სანახავად ) და საკანცელარიო ნივთებს (ფლივჩარტს, მარკერებს, ქსეროქსის ფურცლებს, კალმებს -
სულ 60 ლარის ღირებულებისას)
ხელმოწერა (იმ პირის, ვინც ამ ფორმას ავსებს): ო. ჯანგავაძე
თარიღი: 8 თებერვალი, 2022
პროგრამული ანგარიშის ფორმა მიკრო-პროექტების ავტორებისთვის
პროექტის სახელი: ,,ქუჩის რაგბი"
პროექტის ავტორი: ომარი ჯანგავაძე
საანგარიშო პერიოდი: 4 დღე
ანგარიშის წარმოდგენის თარიღი: 22.06.2022
1. დეტალურად აღწერეთ, რა გააკეთეთ პროექტის ფარგლებში და ანგარიშს დაურთეთ თითოეული აქტივობის ჩატარების დამადასტურებელი მასალები, მაგალითად, მონაწილეთა და დამსწრეთა სიები (გვარ-სახელის,საკონტაქტო მონაცემებისა და ხელმოწერის მითითებით), სკოლიდან ცნობები, და ა.შ.
ჯანსაღი ცხოვრების წესის (,,ქუჩის რაგბის’’) პოპულარიზაციისათვის პროექტის ფარგლებში სკოლის ბაზაზე ჩატარდა შემდეგი აქტივობები;
სკოლის ბაზაზე შეიქმნა 4 (7 კაციანი) გუნდი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ჩვენ მიერ დაგეგმილ ტურნირში (ტურნირი დასრულდა 10 ივნისს)
ტურნირამდე პრიექტის ჯგუფმა ჩაატარა პრეზენტაცია-შეხვედრები, რომელზეც სკოლის მოსწავლეებს მივაწოდეთ ინფორმაცია პროექტის შესახებ და გავაცანით ,,ქუჩის რაგბის’’ წესები

ტურნირი გაიმართა ლიგის მსგავსად (სულ 16 თამაში). თამაში ჩატარდა სკოლის გარე მოედანზე რეგულაციიების მაქსიმალური დაცვით
ტურნირში პირველ ეტაპზე მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები, თამაშის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ ის მოსწავლეები (ომარ, სევერიან და თეიმურაზ ჯანგავაძეები), რომლებიც ამავე დროს სარაგბო კლუბ ,,აიას’’ მოთამაშეები არიან.
ტურნირში პირველ ადგილზე გავიდა გუნდი LIONS , მეორე ადგილზე - TF, მესამე ადგილზე - ,,მწვერვალი’’
15 ივნისს გაიმართა გამარჯვებული, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდების, საუკეთესო მოთამაშეების, მსაჯის, გულშემატკივრის, თავდასხმელის, მელელოელის დაჯილდოვდება სიგელებითა და პრიზებით.
(რაც შეეხება მეორე ტურნირს, გაიმართება ივლისის ბოლოს, რომელშიც უკვე მთელი თემი ჩაერთვება, საინიციატივო ჯგუფის წევრები შეხვდებიან სკოლის კურსდამთავრებულებს, გააცნობენ მათ თამაშის წესებს, მოამზადებენ და ჩატარდება შეჯიბრი).
3. პროექტის შესახებ ინფორმაცია რომელი მედია საშუალებებით გაშუქდა? მიუთითეთ მედია-საშუალების დასახელება, ტიპის (გაზეთი, ტელევიზია, რადიო, სკოლის გაზეთი, ვებ.გვერდი და ა.შ), გაშუქების თარიღი და ინტერნეტ-ბმულები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ასევე, ანგარიშს დაურთეთ შესაბამისი სტატიების ასლები, ან ტელევიზიითა და რადიოთი გადაცემული მასალების ჩანაწერები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
სკოლაში ინფორმაციის მიწოდება მოხდა შემდეგნაირად: მე და პროექტის თანამონაწილეებმა თითოეულ კლასს განვუმარტეთ პირდაპირი საუბარის შედეგად.
4. პროექტისთვის დამატები თანხები ან რესურსები ხომ არ გამოყო ვინმემ? (მაგალითად გამგეობამ, სკოლამ, მშობლებმა და ა.შ.)? რაში გამოიხატა მათი მონაწილეობა? გთხოვთ თან დაურთოთ დამადასტურებელი დოკუმენტი.
პროექტისათვის საჭირო რესურსები გადმოგვცა სკოლამ
5. პროექტის მიმდინარეობის დროს, ხომ არ წარმოქმნილა სირთულეები, რამაც პროექტის განხორციელება შეაფერხა? თუ წარმოიქმნა, გთხოვთ აღწეროთ რა სირთულეები იყო და რა გააკეთეთ მათ გადასაჭრელად?
ხელის შემშლელი ფაქტორი არ ყოფილა გარდა ამინდისა, ცუდ ამინდში ვერ ვახერხებდით პროექტის განხორციელებას.
6. თქვენი აზრით, რამდენად მიაღწია პროექტმა მიზანს? როგორ შეაფასებთ პროექტის გავლენას იმ სოფელზე/ქალაქზე, და იქაურ ახალგაზრდებზე, სადაც პროექტი განახორციელეთ? რა შეიცვლა პროექტის განხორციელებით თქვენს სოფელში/ქალაქში?
პროექტმა მიზანს მიაღწია. სოფელში უფრო დაინტერესდნენ ადამიანები რაგბის მიმართ. ბევრს რაგბზე შემოსვლაც მოუნდა და, რაც მთავარია, ადამიანებს სიამოვნებას ანიჭებს ამ სპორტით დაკავება თავისუფალ დროს.
7. რა გავლენა იქონია პროექტმა თქვენზე, როგორც პროექტის ავტორის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე?
პროექტმა პირველ რიგში დამაახლოვა სკოლის მოსწავლეებთან, მათთან უფრო კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, ხოლო პროფესიულ დონეზე - სამწვრთნელო უნარ-ჩვევები
8. როგორ წარმოგიდგენიათ, რა გაგრძელება შეიძლება მოყვეს თქვენს პროექტს სამომავლოდ?
თუ ადამიანების ჩართულობა პროექტში დიდი იქნება უკვე სოფლებს შორის შევძლებთ პროექტის განხორციელებას.
9. გთხოვთ მოიყვანეთ თქვენი პროექტის მონაწილეთა სულ მცირე ორი ციტატა, სადაც ისინი თქვენს პროექტს აფასებენ, მათი მოკლე ბიოგრაფიის მითითებით. გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ გოგონების და ბიჭების ციტატები თანაბარი რაოდენობით იყოს წარმოდგენდა
სამწუხაროდ გოგონებმა უარი განაცხადეს პროექტში მონაწილეობაზე, ეს იყო ნებაყოფლობითი (პროექტში მონაწილეობის მიღება) მაგრამ მეორე ტურნირზე ყველანაირად ვეცდებით, რომ გოგონებმაც მიიღონ მონაწილეობა.
1. ზურაბ კაპანაძე დაიბადა 24 აპრილს 2005 წელს. სწავლობს გელათის საჯარო სკოლაში: რავიცი კარგი სპორტია გუნდურად თამაშს სწავლობ თანაც უკონტაქტო სპორტია. ერთი სიტყვით საინტერესოა.
2. ლუკა გვეტაძე დაიბადა 6 მარტს 2006 წელს.სწავლობს გელათის საჯარო სკოლაში, არის ფეხბურთით დაკავებული: დიდი სიამოვნება მივიღე ამ სპორტის თამაშისას, როგორც ფეხბურთში აქაც მნიშვნელოვანია გუნდურობა და ერთმანეთის პატივისცემა.აუცილებლად მივიღებ შემდეგშიც მონაწილებას.
10. დამატებითი კომენტარები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
პროექტის ავოტორის ხელმოწერა: ო.ჯანგავაძე
0 კომენტარი:
Отправить комментарий