23 июл. 2012 г.

მასწავლებლობა ჩემთვის მუდმივი ძიების გზაა!


  • მასწავლებლობა ჩემი საოცნებო პროფესია იყო. ეს პროფესია ჩემთვის მუდმივი ძიების გზაა!
  • პროფესიაზე  ზრუნვა, სიახლებისადმი მზაობა, საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან,  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან, წარმატებულ კოლეგებთან  ეფექტურად თანამშრომლობა  ზრდის   ჩემს პროფესიონალიზმსა და კომპეტენციას. 
  • 2010 წელს წარმატებით  გავიარე  მასწავლებელთა სასერტიფიკაციო  გამოცდების პირველი ეტაპი, რის შემდეგაც მომენიჭა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის სტატუსი (#0000752),
  • 2011 წელს გავიარე  მეორე  ეტაპიც.  ამჯერად  საუკეთესო სერტიფიცირებული მასწავლებელი გავხდი.
  •  2011 წლიდან ჩართული ვარ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში. 
  • 2016 წელს ჩავაბარე დაწყებითი კლასის მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა;
  • 2019 წლიდან ვარ წამყვანი მასწავლებელი. 
  • 2023 წელს მომენიჭა სამოქალაქო განათლების მასწავლებლის სტატუსიც.
  • 2023 წელს წარმატებით ჩავაბარე საჯარო სკოლის დირექტორების სასერტიფიკაციო გამოცდაც. 
  •  მოსწავლეებთან ერთად ვმუშაობ  საგნობრივ და სოციალურ პროექტებზე, სწავლა-სწავლების პროცესში ვიყენებ ინოვაციურ მეთოდებს,  ვაქვეყნებ სტატიებს, ვმონაწილეობ საგანმანათლებლო კონფერენციებში, ვქმნი რესურსებს, ვიკვლევ ჩემი მოსწავლეების საჭიროებებსა და შესაძლებლობებს...  ვზრუნავ ჩემსა და ჩემი კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე.  
  • 2022 წელს  ,,აწარმოე საქართველოს'' გრანტის ფარგლებში დავაარსე ქალაქ ქუთაისში საგანმანათლებლო ცენტრი ,,გაენათი'', სადაც კოლეგებს ვუზიარებთ გამოცდილებას. ვზრუნავთ მოსწავლეთა და მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე. 
  • ,ახალი სკოლის მოდელის'' ფარგლებში ვიყავი ჯერ დაწყებითი კლასების მასწავლებელთა ქოუჩი, ხოლო 2020 წლიდან  - ქართული ენისა და ლიტერატურის ექსპერტი, მასწავლებელთა მეგზური (ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში)
  • ჩემი საქმიანობის პერიოდში   გავიცანი  კომპეტენტური ადამიანები, ძალიან კარგი მასწავლებლები, კოლეგები... ლამაზი დღეები ეწერება  ჩემი ცხოვრების დღიურში... 
  • ამჟამად ქართულ ენასა და ლიტერატურას, სამოქალაქო განათლებას  ვასწავლი სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში, აგრეთვე სამოქალაქო განათლებას - სსიპ ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის #32 საჯარო სკოლაში. 
  • მიგულეთ თქვენ გვედით!😍
  • პატივისცემით, ელისო მაწკეპლაძე







რესურსები:

1. მწვანე ოთახი - მე და საზოგადოება 

ტრენინგები:


პროექტები:



პროექტ-გაკვეთილები:


სტანდარტული გაკვეთილები: 






7.მასწავლებელთა III  საუნივერსიტეტო კონფერენცია - უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს - სსმ მოსწავლე და სასწავლო პროცესი  - პრეზენტაცია 

8. მასწავლებელთა IV საუნივერსიტეტო კონფერენცია - უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს - როგორ განვუვითაროთ სმენადაქვეითებულ მოსწავლეს მხედველობითი მეხსიერება  , 2015 

9.  მასწავლებელთა V საუნივერსიტეტო კონფერენცია - უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს - შეფასების პრობლემები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში - პრაქტიკიდან თეორიამდე -   მშობელთა თვალით დანახული სასწავლო პროცესი 



·
·

1 კომენტარი:

tavisjahnavi комментирует...

Casino Games Near Me - MapyRO
Find casinos and other gaming facilities near you in your 성남 출장샵 area. I'm here to help 창원 출장마사지 you find the best 대전광역 출장마사지 hotels in America for your 경산 출장마사지 next gaming 여수 출장안마 trip.

Отправить комментарий

 
;