სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი ,,გაენათი''

                                                                      კლუბის წესდება

სამოქალაქო განათლების კლუბი წარმოაგენს არაკომერციულ არაიურიდიულ გაერთიანებას, რომლის  წევრებიც არიან სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის  საჯარო სკოლის მოსწავლეები.

კლუბს მეურვეობას უწევს ამავე სკოლის  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ელისო მაწკეპლაძე .

კლუბის მისიაა, მის მიერ დაგეგმილი ყველა აქტივობა, ინიციატივა თუ საპროექტო განაცხადი გულისხმობს და ორიენტირებულია   საზოგადოებრივ სიკეთეზე, თემში არსებული პრობლემების გადაჭრასა და საგანმანათლებლო საქმიანობაზე

სტრუქტურულად კლუბი შედგება ადვოკატირების, საგანმანათლებლო ჯგუფებისაგან, რომელთაც ჰყავთ ერთი საერთო ლიდერი და მეურვე.  

სამოქალაქო განათლების  კლუბი ზემოთ აღნიშნული  მისიის  განხორციელების მიზნით  აქტიურ თანამშრომლობას ეწევა, როგორც სასკოლო თემთან (დირექცია,   ადმინისტრაციულ  ერთეულები, მშობლები და სხვ.) ისე სხვა სკოლის სამოქალაქო კლუბებთან, ადგილობრივ თვითმმართველობასა და  დონორ ორგანიზაციებთან

სამოქალაქო განათლების კლუბი არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზედაფუძნებულია  თვითმმართველობის პრინციპზე (რაც იმას ნიშნავსრომ კლუბის წევრები თვითონ ირჩევენ  თავიანთ ლიდერს),  გააჩნიათ ერთობლივად შემუშავებული წესები და ორგანიზაციული სტრუქტურაფართოდ იყენებს მოხალისეობრივ შრომას

2022/2023 სასწავლო წელს სამოქალაქო კლუბის დადგენილი წესები და 

რეგულაციები:

 

1. სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები ლიდერს ირჩევენ   1 წლის ვადით.

 

1.1 კანდიდატობის უფლება აქვს  მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებს.

1.2 არჩევნები ჩატარებულად ითვლება თუ მასში მოაწილეობას იღებს კლუბის წევრების   საერთო რაოდენობის  2/3.

1.3 არჩევნებში გამარჯვებულად ითვლება კანდიდატი, რომელიც დააგროვებს მონაწილეთა საერთო ხმების 51%.

1.4 კანდიდატი თუ ვერ დააგროვებს საერთო ხმების 51%-, ინიშნება განმეორებითი ტური.  მოცემულ შემთხვევაში კენჭისყრაში მონაწიეობას იღებს ის ორი კანდიდატი, რომელსაც ყველაზე მეტი ამომრჩეველი უჭერდა  მხარს.

1.5 საარჩევნო პროგრამისდაპირებების, ფუნქციებისა და დაკისრებული ვალდებულებების ვერ შესრულების შემთხვევაში დგება ლიდერის იმპიჩმენტის საკითხი, რომელიც განიხილება საერთო კრებაზეშემდეგ ჩატარდება  კენჭისყრა  და მონაწილეთა  მხოლოდ  51% -ის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში უწყდება ლიდერს დაკისრებული ფუნქციები და პასუხისმგებლობა. 1 თვის ვადაში ინიშნება ხელახალი არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას ვერ მიიღებს უფლებამოსილება შეწყვეტილი კანდიდატი.

1.6 ერთი და იგივე პიროვნება ლიდერის პოზიციაზე არჩეულ შეიძლება იქნას ზედიზედ ორჯერ.

2. კლუბში გაერთიანება შეუძლიათ პედაგოგებსა და მშობლებს.

 

2.1 თითოეულ კლუბის წევრი იღებს ვალდებულებას დაესწროს დაგეგმილ შეკრებებს, პირნათლად შეასრულოს დაკისრებული ვალდებულება და იმოქმედოს გუნდურობის პრინციპის გათვალისწინებით.

2.2 ლიდერს უფლება აქვს დააყენოს პიროვნების კლუბის წევრობის შეწყვეტის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ წევრი გაურკვეველი ან არასაპატიო მიზეზის გამო ზედიზედ 3-ჯერ  გააცდენს შეხვედრას. გადაწყვეტილება გამოაქვთ უმრავლესობის აზრის გათვალისწინებით.

2.3 ლიდერს უფლება აქვს დააყენოს პიროვნების კლუბის წევრობის შეწყვეტის საკითხი, თუ წევრი  დაკისრებულ ვალდებულებას არ მოეკიდება გულისყურით,  პასუხისმგებლობით და ამით გარკვეულ ზიანს მიაყენებს კლუბის საქმიანობას. ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილება მიიღბა უმრავლესობის აზრის გათვალისწინებით.

 

3. კლუბი შედგება 3 სტრუქტურული ერთეულისაგან:

3.1 საგანმანათლებლო ჯგუფი - იგი ზრუნავს კლუბის შემეცნებით და აკადემიურ განვითარებაზე. ხელს უწყობს, როგორც კლუბის წევრების, ისე სამიზნე ჯგუფების სამოქალაქო ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის ამაღლებას.  იგი  დაკომპლექტებულია 3 წევრისაგან.

 

3.2. ადვოკატირების ჯგუფი, იგი ადვოკატირებას  უწევს  კლუბის მიერ დაგეგმილ ნებისმიერ საკითხს შესაბამის სტრუქტურასთან. იგი დაკომპლექტებულია 3  წევრისაგან.

 3.3 სოციალური მედიის  ჯგუფი--იგი უზრუნველყოფს კლუბის მიერ დაგეგმილ აქტივობებსა და ინიციატივებში მონაწილეთა მაღალ აქტივობას,  მის პოპულარიზაციასა და სხვადასხვა სტრუქტურების ჩართვას.

3.4 კლუბლიდერი  ირჩევს ტექნოლოგიური  უნარებით გამორჩეულ წევრს, რომლის დახმარებითაც სოციალურ ქსელში  განთავსდება სამოქალაქო კლუბის მიერ განხორციელებული  ყველა აქტივობა.

 

4.  სამოქალაქო კლუბს აქვს სახელი, ლოგო და სლოგანი

 

4.1 სამოქალაქო განათლების  კლუბის სიმბოლიკა  შერჩეულ იქნება  ლიდერის არჩევის შემდეგ მოწყობილ პირველ შეკრებაზე. გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა იყოს ხმათა უმრავლესობის აზრის გათვალისწინების შედეგად.

4.2 სამოქალაქო განათლების  კლუბს შეუძლია სიმბოლიკა შეცვალოს ყოველწლიურად. (გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება წელიწადში ორჯერ).

4.3 კლუბის წევრებს  უფლება აქვთ ისარგებლონ წევრების მიერ შერჩეული სიმბოლიკით დაგეგმილი ინიციატივების განხორციელებისას.

 

5. სამოქალაქო კლუბის შეხვედრა აუცილებლად ტარდება თვეში ორჯერ მაინც.

5.1 შეხვედრა ჩატარებულად ითვლება, თუ მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის 1/3 მაინც. (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა). 

5.2 საოქალაქო კლუბი შეხვედრის ძირითად ადგილს წარმოადგენს სკოლაში მისთვის გამოყოფილი შესაბამისი ფართი (მე-9 კლასის საკლასო ოთახი)

5.3 ლიდერი  ან  მეურვე ვალდებულია შეხვედრის შესახებ ერთი დღით ადრე მაინც აცნობოს წევრებს. სხვა შემთხვევაში არ დგება მონაწილეთა დასწრების ვალდებულება.

5.4 კლუბის წევრების ინფორმირებისათვის შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალება, რომელიც გულისხმობს, როგორც წერილობით ან სატელეფონო, ისე სოციალურ ქსელსა და პირდაპირ (ვერბალურ) საშუალებას.





,,გაენათელებმა’’ უამრავ კარგ ტრადიციას ჩაუყარეს  საფუძველი, მათ შორის აქციას ,,არა სიღარიბეს!’’, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად აგროვებენ  საკვებს, ტანსაცმელს, სასკოლო ნივთებს... და გადასცემენ  შეჭირვებულ ოჯახების.








სამოქალაქო კლუბის წევრები  სისტემატურად ასუფთავებენ სკოლის,  არქიტექტურული ძეგლების მიმდებარე  ტერიტორიას, სხვებსაც მოუწოდებენ, დაიცვან ბუნება დაბინძურებისაგან







მათი ინიციატივით ხშირად იმართება აქციები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით












კლუბის წევრებმა ტექნიკის კონკურსშიც, რომელიც გაიმართა PHinteranational-ის, USAID-ის, ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ინიციატივით,  გაიმარჯვეს. 
 




0 კომენტარი:

Отправить комментарий

 
;